10:24 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 07:44:13, 338 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: ზარალი საკმაოდ სოლიდურია

პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სტიქიის შედეგად დედაქალაქს დიდი ზარალი მიადგა.

როგორც მან ჟურნალისტებს საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დღესვე დაიწყება და ყველა დაზარალებულ ოჯახს დახმარებას აღმოუჩენენ.

მან ყველა უწყებასა და სამსახურს დაავალა, სამუშაო ჯგუფები შექმნან, რომლებიც ამ საკითხებზე იმუშავებენ.

„ზარალი საკმაოდ დიდია და დროს მოითხოვს, რომ აღდგენითი სამუშაოები ჩატარდეს. სარეაბილიტაცო სამუშაოებს დღესვე დავიწყებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მან მოსახლეობას მოუწოდა, დედაქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, რადგან ზოოპარკიდან ცხოველები არიან გამოპარულები.

რაც შეეხება, გადაადგილების მარშრუტებს, პრემიერის თქმით, ამის შესახებ იფორმაციას საპატრულო პოლიცია გამოაქვეყნებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics