13:48 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-17 12:46:46, 1594 ნახვა

საზოგადოება
ზემო ფონიჭალაში, სამაშველო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

„ყველა იმ მაშველს, რომელიც ჩვეულებრივზე საფრთხის შემცველ საქმეს შეასრულებს ან გამორჩეულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას გადაეცემა ფულადი ჯილდო“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, პრემიერმა ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში  მონაწილე მაშველებს მადლობა გადაუხადა.

„დღეს უშუაუალოდ შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან, მეხანძრეებს და იმ მაშველებს, რომლებიც უშუალოდ ჩართული იყვნენ ფონიჭალის სამაშველო ღონისძიებაში. პრემიერმა მეხანძრეებს მადლობა გადაუხადა. ჩვენ პრემიერის უშუალო დაქვემდებარებაში ვართ და ყოველთვის ვგრძნობთ უშუალო მხარდაჭერას, რაც გამოიხატება მაგალითად ბიუჯეტის გაზრდაში. რეალურად, დღევანდელი შეხვედრაც იმას ემსახურებოდა, რომ თანადგომა ყოფილიყო გამოხატული. ჩვენ ასევე ჩართული ვიყავით, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო შესული თავიანთ სახლებში, რათა ნივთები გამოეტანათ. რაც შეეხება ფულად ჯილდოებს, ეს სტანდარტი უკვე დამკვიდრებულია, რომ ყველა იმ მაშველს, რომელიც ჩვეულებრივზე საფრთხის შემცველ საქმეს შეასრულებს ან გამორჩეულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, ამას ყოველთვის ვაკეთებთ და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება“,  – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

15 ნოემბერს, ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ქალი და ჩვილი ემსხვერპლა. მაშველებმა ისინი რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად ნანგრევების ქვეშ იპოვნეს. აფეთქების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics