|
2018-11-16 14:07:15, 2351 ნახვა
საზოგადოება
სამსუნგის ჰოლოგრამის კვირეული ელიტ ელექტრონიქსში დაიწყო!
სამსუნგის ჰოლოგრამის კვირეული უკვე დაიწყო! 16 ნოემბრიდან თქვენ შეძლებთ მიბრძანდეთ ელიტ ელექტრონიქსისმაღაზიათა ქსელებში და ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით შერჩეულ მოდელებზე. სმარტფონის შეძენისას ყველას გვსურს დავრწმუნდეთ იმაში, რომ გადახდილი ფასის სანაცვლოდ მივიღებთ გარანტირებულ და ხარისხიან პროდუქტს, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგვემსახურება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობას რაიმე პრობლემა შეექმნება გვსურს გვეგულებოდეს სანდო პარტნიორი, რომელიც პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმარება. შესაბამისად, არჩევანი კომპანიის არაოფიციალურ და ოფიციალურ პროდუქტს შორის ძალიან მარტივია, თუმცა მომხარებლების ნაწილი ვერ აცნობიერებს რისკებს და ფიქრობს, რომ თანხის დაზოგვით ის მოგებული დარჩება. ტექნიკის მაღაზიაში მისული მომხმარებელი, სადაც არაოფიციალური პროდუქტის შეძენით თანხის დაზოგვის ილუზია იქმნება, ხშირად ექცევა არაკომპეტენტური კონსულტანტების ზეგავლენის ქვეშ, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხარებლის ინტერესებს. მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად, Samsung-ის წარმომადგენლობამ საქართველოში განახლებული ჰოლოგრამა წარადგინა, რომელიც გიდასტურებთ იმას, რომ თქვენი მოწყობილობა შემოწმებულია, მორგებულია ადგილობრივ ქსელებს, განკუთვნილია უშუალოდ საქართველოსთვის და მასზე მოქმედებს სამსუნგის ოფიციალური გარანტია ავტრიზებულ სერვის-ცენტრებში. სამსუნგი და ელიტ ელექტრონიქსი საშუალებას გაძლევთ ერთი კვირის განმავლობაში შეიძინოთ ოფიციალური სმარტფონები 20 %იანი ფასდაკლებით. შედეგად მომხმარებელს კიდევ უფრო გაუმარტივდება სწორი გადაწყვეტილების მიღება, რადგან რეალურად ოფიციალური პროდუქტი სულაც არ ნიშნავს ძვირს და არ არსებობს მიზეზი უპირატესობა მიენიჭოს არაოფიციალურ პროდუქტს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)