12:12 - 16 Jun, 2026
|
2018-11-16 13:57:41, 1426 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს მიმართავს, შენობების გათბობა დროულად უზრუნველყონ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებს მოუწოდებს, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსწავლეებს გაკვეთილზე დასწრების და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხებლად უნდა მიეცეთ. „ხარისხიანი განათლების და საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებლად და სრულყოფილად წარმართვისთვის, სკოლაში შესაბამისი გარემოს არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, სამინისტრო, კიდევ ერთხელ რეკომენდაციით მიმართავს საჯარო სკოლებს, ცივი ამინდებიდან გამომდინარე, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა, რათა მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრების და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხებლად მიეცეთ,“ - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)