|
2018-11-16 13:44:14, 1880 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება“ მეორე ტურის საარჩენო პროცესშიც ერთიანია
„ქართული ოცნება“ და დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ერთიანია ამ მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა. ბესელია საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ახალ ბილბორდების გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ბილბორდებზე მმართველი გუნდის ლიდერების გამოჩენაში უცნაურს ვერაფერს ხედავს. „მეორე ტურის კამპანიის ახალი ბილბორდების მთავარი გზავნილი არის რა, ჩვენი ამომრჩევლისთვის, რომელიც სრულად არ მოვიდა პირველ ტურზე იმის თქმა, რომ „ქართული ოცნება“ და დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ერთიანია ამ მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც. ეს არის ერთიანობის ხაზგასმა იმისთვის, რომ მობილიზება მოხდეს ყველა ჩვენი იმ ამომრჩევლის, რომელიც პირველ ტურზე ვერ ან არ მოვიდა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილის ახალი სარეკლამო ბანერები გამოჩნდა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა ბახტაძე არიან გამოსახული. ბანერზე ზურაბიშვილის სახელი, გვარი, საარჩევნო ნომერი და სლოგანი წერია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)