12:54 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-15 15:13:38, 1559 ნახვა

კომენტარი
ლევან კობერიძე: დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეები მეორე ტურში პრინციპულ არჩევანს გააკეთებენ

„არჩევნების თარიღი დანიშნულია  კანონმდებლობის შესაბამისად. თუკი ემიგრანტებისთვის რაიმე უხერხულობა იქმნება, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ხმის მიცემის პროცედურა საარჩევნო უბნებზე  ღამის 12 საათამდე გაგრძელდეს,  რაც დარწმუნებული ვარ ამ უხერხულობას მოხსნის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე შეიძლება.

„რაც შეეხევა თემისგან  აჟიოტაჟის შექმნას მახსოვს, რომ წინა წლებშიც არჩევნები  ინიშნებოდა ჩვეულებრივად არა უქმე დღეებში და თითქოს ამას  ისეთი აჟიოტაჟი არ მოყოლია.  ახლა რატომ ხდება ყველა საკითხი ასეთი განხილვის, მსჯელობისა და ბრალდების საგანი, სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები.

ყველას ეძლევა ხმის მიცემის საშუალება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები , რომლებიც საკმაოდ აქტიურები არიან, საკმაოდ აქტიურია ეს წინასაარჩევნო პროცესი, მეორე ტურში ყველა თავის პრინციპულ არჩევნას გააკეთებს.

ჩვენ არ გავყოფთ საკუთრივ ჩვენს  და არა ჩვენს ამომრჩეველს.  ყველა ამომრჩევლისთვის ვცდილობთ, რომ შეიქმნას თანაბარი და ხელსაყრელი პირობები.  მეორეს მხრივ, ხმის მიცემა არის მოქალაქეობრივი ვალდებულება, მართალია კანონმდებლობით არ არის ეს ვალდებულება განსაზღვრული, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ყველას გაგვაჩნია საკუთარი მოქალაქეობრივი შეგრძნება და გამომდინარე აქედან  დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურში  ძალიან მაღალი აქტივობა იქნება“, - აცხადებენ კობერიძე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics