2018-11-14 12:50:06, 1373 ნახვა
პოლიტიკა
ანა გომეში: მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია
დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროა, რომ ყველამ, მათ შორის ხელისუფლებამ, მედიამ და კანდიდატებმა პასუხისმგებლობა აიღონ და არ გააღრმავონ პოლარიზება და სიძულვილი არ დათესონ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ანა გომეშმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ევროდეპუტატმა აღნიშნა, მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია.
„საქართველოს არჩევნების პირველი ტური მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში გაიმართა. ამ არჩევნებს მონიტორინგი გავუწიეთ. წინასაარჩევნო კამპანიის გარემო დაძაბული იყო. მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე დემოკრატიულ საზოგადოებაში მიუღებელია და ქართველი ხალხის ინტერესებს არანაირად არ ემსახურება“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ავტორი: ,