08:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 03:53:44, 522 ნახვა

საზოგადოება
ვერეს ხეობაში სამ სართულიანი სახლები წყალმა დაფარა

ვერეს ხეობაში სამ სართულიანი სახლები წყალმა დაფარა. ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზასა და უნივერსიტეტის ქუჩაზე უხვმა ნალექმა გზის სავალი ნაწილი და საცხოვრებელი სახლები დატბორა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობა სოციალური ქსელით ავრცელებს და დახმარებას ითხოვს.

ვერეს ხეობიდან მაშველებმა რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ვერეს ხეობიდან ჩართვისას განაცხადა. 
დედაქალაქის მერის თქმით, ვერეს ხეობაში მოვარდნილი წყლის გამო, რამდენიმე ადამიანი იყო ჩარჩენილი და სამაშველო სამსახურმა ისინი გამოიყვანა. მოსახლეობა პანიკურ მდგომარეობაში იყო. 
ნარმანიას თქმით, მაშველებმა სამი ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვია. ისინი თავს კარგად გრძნობენ და როგორც მისთვის არის ცნობილი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics