|
2018-11-14 09:28:15, 1139 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე თბილისელებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისელებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. როგორც მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, 13 ნოემბერს ერთი წელი გავიდა, რაც თანაგუნდელებთან ერთად დედაქალაქის მთავრობაში საქმიანობას შეუდგა და ის დამოკიდებულება, რომელსაც თბილისელებისგან ყოველდღიურად გრძნობს, მისთვის დიდი სტიმულია. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა ჩემთვის და მინდოდა, ეს ემოციები თითოეული ჩემი მხარდამჭერისა და თბილისელისთვის გამეზიარებინა. ერთი წელი გავიდა, რაც მე და ჩემი თანაგუნდელები ოფიციალურად შევუდექით ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას, მას შედეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია. პირველ რიგში, მინდა, დავიწყო მადლობით: დიდ მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის; მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამხნევებისთვის; ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის ის დამოკიდებულება, რასაც თქვენი მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობ. ეს მაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო მეტი ვიმუშაო და მეტი გავაკეთო თბილისელებისთვის. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რათა ჩვენი დედაქალაქი იყოს უფრო ლამაზი, მოწესრიგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული და კეთილმოწყობილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ერთი წლის განმავლობაში, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა რჩება ბევრი გამოწვევა, რომელთა მოგვარებაც ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი. თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილი აქვს, უახლოეს მომავალში საზოგადოებას ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინოს. „ძალიან კარგი შედეგებია, სამუშაოების შესრულების მაღალი ციფრებია. ერთი, რაც გულწრფელად შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ პირველივე დღიდან, რაც მუშაობას შევუდექით, არ გამოგვიტოვებია არც ერთი დღე, რომ არ გვემუშავა ახალ პროექტებზე, რეფორმებზე, ახალ იდეებზე. ამ ყველაფერში თითოეული თქვენგანი ჩართული იყო და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენი კომუნიკაცია, ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ თქვენგან მოვისმინო კრიტიკა, პრობლემები, რჩევები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა
არ გამოგრჩეთ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი ეპიზოდი 16 ივნისს YouTube-ზე - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)