11:37 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 18:32:03, 1732 ნახვა

კომენტარი
კახიძე მაჭავარიანს პენსიების ზრდაზე: ივანიშვილმა მოიტყუა თუ თქვენ არ ემორჩილებით მის მოწოდებას?

„ივანიშვილმა მოიტყუა, როცა თქვა, რომ რადიკალურად გადაიხედებოდა პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები, თუ თქვენ არ ემორჩილებით თქვენი პარტიის თავჯდომარის ამ მიმართვას?“, - ამ შეკითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ, ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს პარლამენტის საშემოდგომო პლენარულ სხდომაზე, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

როგორც კახიძემ აღნიშნა, პენსიების ზრდა ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა დააანონსა და ამ ინიციატივაში ახალი არაფერია.

„ჩემი კითხვა ეხება თქვენი პარტიის თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას, რომელიც 5 ნოემბრით თარიღდება, ანუ სულ ერთი კვირის წინანდელი გამოსვლაა. ციტატა: „პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები რადიკალურად უნდა გადაიხედოს“. თქვენ წარმოდგენილ ბიუჯეტში, სადაც გვთავაზობთ 20 ლარიან ზრდას პენსიის, ეს უკვე გათვალისწინებული იყო შარშან, ანუ თქვენი წინამორბედი, ბატონი ქუმსიშვილი, როცა აქ ბრძანდებოდა, მან განაცხადა, რომ 20 ლარით გაიზრდებოდა 2019-ში და კიდევ 20 ლარით 2020-ში. ეს არ არის არც სიახლე, არც რადიკალური გადახედვა. ანუ ბატონმა ბიძინამ მოიტყუა, როცა თქვა, რომ რადიკალურად გადაიხედებოდა პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები, თუ თქვენ არ ემორჩილებით თქვენი პარტიის თავჯდომარის ამ მიმართვას და თქვენი ბიუჯეტი არის აცდენილი მის მოწოდებასთან?“, - მიმართა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics