19:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 18:28:57, 2499 ნახვა

სამართალი
შსს-მ ახალციხეში 7 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით პაკისტანის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 7 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პაკისტანის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ჰ.მ. ახალციხეში დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში, ქალაქ ახალციხეში მცხოვრები 7 არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა პაკისტანის მოქალაქე ჰ.მ, რომელიც სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ახალციხის სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics