21:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 17:14:44, 1935 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: მთავრობა გააგრძელებს რეფორმებს როგორც სახელმწიფო ფინანსების მართვის, ისე ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა განაგრძობს რეფორმებს როგორც სახელმწიფო ფინანსების მართვის, ისე ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით. 

როგორც მან 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას აღნიშნა,  დაინერგება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემა, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გათვლილი სოციალური და ეკონომიკური შედეგების მიხედვით.

„სავალუტო ფონდთან აქტიური თანამშრომლობით შევიმუშავეთ და პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისი ფისკალური წესების დოკუმენტი, მიმდინარეობს მუშაობა დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების ავტომატური სისტემის, ავტომატური ელექტრონული დეკლარირების სისტემის დანერგვაზე და სხვა რეფორმებზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics