|
2018-11-13 16:58:09, 1630 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა
მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტს და რეფორმებს, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნის მიღწევა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით არის შესაძლებელი. „ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ინვესტიციების ზრდა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან. განვლილ პერიოდში, სახელმწიფოს მიერ ინვესტიციები, ძირითადად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიემართებოდა, თუმცა, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის, ეს საკმარისი არ არის, აუცილებელია გაიზარდოს ინვესტიციები ადამიანური რესურსების განვითარებაში და თითოეული მოქალაქე, ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან განაცხადა, 2019 წლის ბიუჯეტი 4 ძირითადი მიმართულებით დაიგეგმა. „პირველი, ესაა ადამიანური კაპიტალი - სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა ადამიანური კაპიტალის განვითარებაში და ამ მიმართულებით ზრდა მომდევნო წლებში კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება. მეორე, ესაა ფიზიკური კაპიტალი, ინვესტიციები ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მესამე, ესაა ფინანსური კაპიტალი, რომელიც მიიმართება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და მეოთხე ეს რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაა, ვინაიდან უსაფრთხოების გარეშე, შეუძლებელი იქნება მივაღწიოთ მაღალ ეკონომიკური განვითარებას. სწორედ ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც გადანაწილდება ჩვენი რესურსები და მათი განვითარებით, ხელს შევუწყობთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკაში წამყვანი როლი კერძო სექტორს უჭირავს. მისი თქმით, სწორედ კერძო სექტორი არის მთავრობის ეკონომიკური ზრდის მოდელის ხერხემალი. შესაბამისად, ბიუჯეტი ვერასდროს გახდება ეკონომიკური ზრდის წარმმართველი. „ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, სწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით შევქმნათ კერძო სექტორის სტაბილური განვითარებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო და მუდმივად ვიზრუნოთ ამ გარემოს გაუმჯობესებაზე, ხოლო მეორე მხრივ განვახორციელოთ ესეთი კაპიტალური ხარჯები, რომელსაც უცილობლად მოყვება კერძო სექტორის გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა და ინვესტიციები”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)