04:47 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 13:14:17, 521 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე რწმუნებულებს ხვდება

ამ წუთებში შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებთან და სოფლის თანაშემწეებთან სამუშაო შეხვედრას მართავს.

თათბირის მუშაობაში მონაწილეობენ მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე.

შეხვედრის ძირითად თემას სოფლებში არსებული მდგომარეობა,ზამთრის სეზონთან დაკავშირებული საკითხები, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროგრამების და 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმდინარეობა წარმოადგენს.

ფრიდონ ფუტკარაძემ რწმუნებულებს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ და მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მეტი ინფორმირებულობისკენ მოუწოდა.

თათბირზე განიხილება სხვა შემხვედრი საკითხებიც. თათბირის მუშაობას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შეაჯამებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics