|
2018-11-13 12:33:58, 2993 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორში შეტაკებები განახლდა - არის მსხვერპლი
პალესტინურმა „ჰამასმა“, რომელიც რიგ ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 370 ჭურვი გაუშვა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საპასუხოდ ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში 150 სამიზნე დაბობმა. კერძოდ, ისრაელმა „ჰამასის“ შტაბბინაზე ავიადარტყმები განახორციელა. ამის შედეგად სულ 4 ადამიანი დაიღუპა, 3 ღაზას სექტორში, ერთი კი, ისრაელის ტერიტორიაზე. 50-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მედიის ცნობით, ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ღაზას სექტორის მახლობლად ხმოვანი სიგნალებია ჩართული. ცნობისთვის, ისრაელ-ღაზას საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს. 31 მარტს დაწყებული აქცია მოძრაობა "ჰამასის" მიერ იყო ორგანიზებული. პროტესტის ტალღა იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გადატანამ გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)