|
2018-11-13 11:09:05, 908 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ხორვატიას ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის დანერგვაში დაეხმარება
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხორვატიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხორვატიის საჯარო ადმინისტრაციის მინისტრ ლოვრო კუსკევიჩს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი ელექტრონულ მმართველობასა და სერვისების ხელმისაწვდომობას შეეხო. თეა წულუკიანმა ხორვატიის საჯარო ადმინისტრაციის მინისტრს სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოს გამოცდილება გააცნო. მან ელექტრონული სერვისების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, საჯარო და კერძო სექტორის მომსახურება სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, ელექტრონულად მიიღონ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის თემას. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ელექტრონული მმართველობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, დისტანციურად, უფრო სწრაფად და გამარტივებულად მიიღონ სახელმწიფო სერვისები. თეა წულუკიანის თქმით, ელექტრონული მმართველობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი მიზანია საჯარო უწყებებში შიდა პროცესების გაციფრულება და მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის გამარტივებული, მომხმარებელზე ორიენტირებული და ხარისხიანი ელექტრონული სახელმწიფო სერვისების შეთავაზება. ხორვატიის საჯარო ადმინისტრაციის მინისტრმა დიდი ინტერესი გამოხატა ამ სერვისის მიმართ. მისი თქმით, ხორვატია მზადაა, გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება ელექტრონული მმართველობისა და სერვისების დანერგვის კუთხით, მათ შორის, ამ კონკრეტული მიმართულებითაც. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, ქართული მხარე ხორვატიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის დანერგვაში დაეხმარება. თეა წულუკიანმა ლოვრო კუსკევიჩს საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების კონცეფცია და მუშაობის სპეციფიკაც გააცნო. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქვეყნის, რეგიონის ნებისმიერ წერტილში მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა საჯარო სერვისებზე. თეა წულუკიანის თქმით, პატარა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია საზოგადოებრივი ცენტრების მიერ. სოფლად მცხოვრები მოქალაქეები საკუთარი სოფლებიდან გაუსვლელად კომფორტულ და თანამედროვე გარემოში იღებენ სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისს და ამისათვის მათ დიდ ქალაქებში გამგზავრება არ უწევთ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხორვატიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კოლეგა მინისტრ დრაჟენ ბოშნიაკოვიჩსა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ხელმძღვანელ ზელჩკო პეტკოვიჩს შეხვდა. მან, ასევე, მოინახულა ხორვატიის პენიტენციური დაწესებულებები და სასჯელაღსრულების, რეაბილიტაციის, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების ფუნქციონირებას გაეცნო.
(NS)
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა
არ გამოგრჩეთ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი ეპიზოდი 16 ივნისს YouTube-ზე - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)