|
2018-11-13 11:08:14, 1122 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ხორვატიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ხორვატიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ეს კიდევ ერთი ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტია, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის შესაბამის უწყებასთან გააფორმა. მემორანდუმს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხორვატიაში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. დოკუმენტი საქართველოსა და ხორვატიას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ევროკავშირის წევრი ქვეყანა საქართველოს აპროქსიმაციასა და ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოვებაში დაეხმარება, მათ შორის საექსპერტო დონეზე. თანამშრომლობა შეეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა: რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, სასამართლო სისტემის მოდერნიზაცია, სამოქალაქო, სამეწარმეო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარება; ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან; პენიტენციური სისტემა და პრობაციის სამსახური; დანაშაულის პრევენციის, რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროგრამები, სერვისების ხელმისაწვდომობა და ელექტრონული მმართველობა. შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხორვატ კოლეგას ის რეფორმები გააცნო, რომელთაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. თეა წულუკიანმა ისაუბრა ქართული კანონმდებლობის დაახლოების პროცესზე ევროპული ქვეყნების სამართალთან; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობი პროცესზე; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ღია მმართველობის სფეროში გატარებულ რეფორმებზე. ორდღიანი ვიზის ფარგლებში სხვა არაერთი შეხვედრა და ღონისძიებაა დაგეგმილი. იუსტიციის მინისტრი, აგრეთვე, შეხვდება ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ხელმძღვანელს და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ხორვატიის პოლიტიკასა და მიდგომებს გაეცნობა. თეა წულუკიანი შეხვედრას გამართავს ხორვატიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და ხორვატიის გენერალურ პროკურორთან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხორვატიის პენიტენციურ დაწესებულებასაც მოინახულებს და სასჯელაღსრულების, რეაბილიტაციის, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების ფუნქციონირებას გაეცნობა.
(NS)
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)