06:15 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 10:44:25, 771 ნახვა

რეგიონი
ბათუმში მდებარე კ. ვოლკერის სახელობის კლინიკა სამედიცინო რეაბილიტაციის საჭიროების მქონე პირთათვის უფასო კონსულტაციებს გამართავს

ბათუმში მდებარე ახლადგახსნილი „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მათ, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა უფასო საკონსულტაციო დღეებზე იწვევს.

⚕️კონსულტაციებს ქართველ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ჩაატარებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში მოწვეული სპეციალისტი, ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) მედიცინის სკოლის ოკუპაციური თერაპევტი ტრეისი შვარცი.

უფასო კონსულტაციები ჩაუტარდებათ პირებს, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა შემდგომი დაავადებების გამო:

• თავის ან ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის (ინსულტის) შემდეგ;

• ხერხემლის ტრამვით გამოწვეული მოძრაობის შეზღუდვით;

• თავის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობით/დაზიანებით;

• კიდურების ამპუტაციის შემდგომი მდგომარეობით;

• ორთოპედიული და სხვა ოპერაციული ჩარევის შემდგომი მდგომარეობებით;

• ბავშვებს ცერებრული დამბლით;

• სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევებით განპირობებულ შშმ ბავშვებს.

• პაციენტები, ასევე, შეირჩევიან სპასტიურობის ბოტულინის ტოქსინით (დისსპორტი,ბოტოქსი) თერაპიისათვის.

მიღების დღეები და საათები:

19 - 20 ნოემბერი, 10:00 – 18:00 საათამდე;

21 ნოემბერი 10:00-დან 14:00 საათამდე.

მისამართი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა N8 (ყოფილი გოგებაშვილის ქ. N 40)

კონსულტაციაზე ჩაწერა წარმოებს წინასწარ:

12-16 ნოემბერს ტელეფონზე : 591 44 17 88

 

↘️ უფასო კონსულტაციის შემდეგ შესაძლებელია რეაბილიტაციის სრული კურსის გავლა აღნიშნულ კლინიკაში.

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ აჭარის რეგიონში, ქ. ბათუმში გაიხსნა 12 ოქტომბერს USAID-ის მხარდაჭერილი პროექტის "ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში " ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა (თსსუ) და კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" (PFID) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (აშშ, ატლანტა) დახმარებით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics