|
2018-11-12 20:07:25, 1722 ნახვა
საზოგადოება
ვაშაძის პოლიტტექნოლიგი: არსებობს შანსი, რომ დეკემბერში ვითარება რადიკალურად შეიცვალოს და რევოლუცია მოხდეს
"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი საქართველოში ახალი რევოლუციის შესაძლებლობაზე საუბრობს, - შკლიაროვის მიერ დაწერილ სტატიას "ეხო მოსკვი" ავრცელებს. როგორც შკლაროვი აცხადებს, არჩევნების პირველი ტურის შედეგები ქვეყანაში დიდ მოულოდნელობად იქცა. კერძოდ, პოლიტექნოლიგის შეფასებით, მმართველმა გუნდმა და მისმა ლიდერმა "მილიარდერების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და შედეგების ფალსიფიკაციის მიუხედავად, პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატის დასმა ვერ შეძლო". მისივე თქმით, ოპოზიციამ დაამტკიცე, რომ შეუძლია გაერთიანება, მიუხედავად იმისა, რომ მათი შეხედულებები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავდება. შკლიაროვი წერს, რომ "6-წლიანი სტაგნაციის შემდეგ ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ დემოკრატიული ღირებულებებით სურს ცხოვრება". "ამ შედეგმა აჩვენა, რომ მოსახლეობის აზროვნებაში სერიოზული გარდატეხა მოხდა. ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ საქართველომ განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, ისეთივე როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. ოპოზიციამ აჩვენა, რომ შეუძლია გაერთიანდეს, წავიდეს კომპრომისზე და წარადგინოს ერთობლივი კანდიდატი, ამ შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე. ისეთმა პარტიებმა დაუჭირეს მხარი კანდიდატს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის პოზიციას არ იზიარებენ. ეს საგრძნობბლად ზრდის ვაშაძის გამარჯვების შანსს. მოსახლეობამ აჩვენა, რომ მათ სურთ ახალი სახეები, მათ სურთ კოლაცია პარლამენტში. საზოგადოებას ძალაუფლების უზურპაცია მობეზრდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ საქართველოში, სიტუა დეკემბრის თვეში რადიკალურად შეიძვლება. მოხდეს არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“ და ხელისუფლების ცვლა, არამედ მშვიდობიანი, ნამდვილი, დემოკრატიული ცვლილებების „რევოლუცია,“ რევოლუცია, სადაც არც დაბალ და არც მაღალ ფენებში აღარ შეუძლიათ და აღარც სურთ ძველებურად ცხოვრება, რევოლუცია, რომელშიც არ იქნება წაგებული. საქართველო გახდება ახალი ტიპისა და ახალი თაობის, უფრო ძლიერი, დემოკრატიული „სახელმწიფო-სტარტაპი.“ თანამედროვე მსოფლიოში ეს ერთადერთი გზაა მოქალაქეების განვითარებისა და ცხოვრების გასაუმჯობესებლად", - წერს შკლიაროვი თავის სტატიაში.
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა
არ გამოგრჩეთ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი ეპიზოდი 16 ივნისს YouTube-ზე - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)