|
2018-11-12 18:49:04, 1368 ნახვა
საზოგადოება
„რუსული დეზინფორმაცია და ე.წ. სიკვდილის ლაბორატორია საქართველოში“ - BBC-მ ლუგარზე სიუჟეტი მოამზადა
"რუსული დეზინფორმაცია და ე.წ. სიკვდილის ლაბორატორია საქართველოში" - ამ სათაურით BBC-მ თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა და რუსულ პროპაგანდაზე გამოძიება ჩაატარა. ხსენებული გამოძიების ჩასატარებლად BBC-ს ჟურნალისტი სტივ როზენბერგი თბილისში ჩამოვიდა. მან ლუგარის ლაბორატორია პირადად დაათვალიერა და აგრეთვე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გაყრელიძეს გაესაუბრა. ჟურნალისტმა ის საბუთებიც შეისწავლა, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეებზე ცდების ჩატარებას ადასტურებს. სტივ როზენბერგი საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდსაც გაესაუბრა. როგორც ინტერვიუში რუდმა აღნიშნა, ეს რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციაა, რადგან "მსგავსი ინფორმაციით, მათ სურთ საკუთარი ცუდი საქციელის გადაფარვა". "რუსეთის მხრიდან გაჟღერებული ბრალდები სრული აბსურდი და დეზინფორმაციაა. მსგავსი გაცხადებებით, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიას ეხება, ისინი ცდილობენ მსოფლიო საზოგადოებას ყურადღები გადაატანინონ, საკუთარი ცუდი საქციელებიდან", - განაცხადა რუდმა BBC-სთან ინტერვიუში. ამასთან, ავტორი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც შენობის მეორე სართული ამერიკელებს ჰქონოდათ დაკავებული, სიცრუეა. მან თავად დაათვალიერა ის ნაწილიც, რომელზეც რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებდა. გარდა ამისა, ჟურნალისტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვაც ჩაწერა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლუგარის რაბორატორიაში ჩასვლის მიზეზს ვერ ხედავს და განმარტა, რომ იქ ინსპექცია უნდა ჩატარდეს. სიუჟეტში თავად იგორ გიორგაძის ინტერვიუც არის. უშიშროების ყოფილი მინისტრის თქმით, ის ამ საბუთების გასაჯაროებით კითხვებზე პასუხებს ელოდება. "არანაირი სურვილი არ მაქვს რამე ვამტკიცო. არც არაფერი მითქვამს. დასკვნები იმ ადამიანებმა გამოიტანეს ვინც ჩემს ინფორმაციას ანალიზი გაუკეთა", - განაცხადა გიორგაძემ სიუჟეტის ბოლოს, ჟურნალისტი ამბობს, რომ მსგავსი დეზინფორმაციების მიზანია მხოლოდ მისი გავრცელებაა, თუმცა არავინ აკეთებს აქცენტს მტკიცებულებებზე. მისივე თქმით, ასე იქმნება პარალელური სამყარო.
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა
არ გამოგრჩეთ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი ეპიზოდი 16 ივნისს YouTube-ზე - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)