11:25 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 15:40:01, 878 ნახვა

რეგიონი
ოსური მედია ატოცში გამართულ აქციაზე: სტრიპტიზი მოაწყეს, პროტესტი გეი-აღლუმის ელემენტებს შეიცავდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მედია სოფელ ატოცში, "გირჩის" და "რუსეთი ოკუპანტიას" მიერ ორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა. 

ოსური მედია წერს, რომ აქტივისტებმა ე.წ. საზღვართან  სტრიპტიზი მოაწყეს. მათივე შეფასებით, "ეს პროტესტი გეიაღლუმის ელემენტებს შეიცავდა და საზიზღარი შოუ იყო".

მედია საშუალებები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ აქციის ლიდერი და ხსენებული პროტესტის "სულისჩამდგელი, ზურაბ ჯაფარიძე იყო, რომელიც, როგორც ისინი წერენ, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტობისთვის იბრძოდა და ცნობილია, იმით, რომ მარიხუანის ლეგალიზაციას უჭერს მხარს". 

მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" ისინი რუსოფობიურს უწოდებენ, ხოლო აქციაზე მისულ აქტივისტებს მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრეებად მოიხსენიებენ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის პრინციპს
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics