15:32 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 15:02:29, 1307 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს გენერალ სტივენ ლაიონსს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-სთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის მნიშვნელობას. ყურადღება დაეთმო აშშ-ს მხარდაჭერას განსაკუთრებით იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რაც  საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო აეროდრომის მშენებლობის საკითხზე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პროექტი იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი საერთო სწავლებებისთვის ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად. აღინიშნა, რომ სამხედრო აეროდრომის მშენებლობა სამომავლოდ შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, მიიღოს ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები, რაც რეგიონის სტაბილურობის გარანტი იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი დორონ ბარდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯეფრი ჰარტმანი და მრჩეველი  ელიზაბეტ ზენტოსი ესწრებოდნენ.   ქართული მხრიდან შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics