|
2018-11-10 14:35:02, 1213 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე გლდანის მეექვსე მიკრორაიონში პარკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7-N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის პარკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. თბილისის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და ახალი პარკის მოწყობის პროექტზე ესაუბრა. პროექტის ფარგლებში, რომელსაც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს, კალათბურთის მოედანი, შადრევანი, ამფითეატრი, სავარჯიშო და საბავშვო მოედნები, სარწყავი სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკები ეწყობა. ასევე, მიმდინარეობს ტერიტორიაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია. კახა კალაძის თქმით, სრულფასოვანი რეკრეაციული სივრცე გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, დაახლოებით, 1 ჰა ფართობზე მოეწყობა. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით პარკში, სადაც მიმდინარეობს დასასვენებლი პარკის მოწყობის სამუშაოები. აქ იქნება როგორც ბავშვებისთვის გასართობი, ასევე საკალათბურთო მოედნები. სკეიტბორდის მოყვარულთათვის აიგება სპეციალური ნაგებობა, სადაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ვარჯიშს შეძლებენ. პარკში იქნება სპეციალური ზონა ცხოველებისთვის, რომ მოქალაქეებმა, ვისაც ამის პრობლემა აქვს, დისკომფორტი არ იგრძნონ. პარკში მოეწყობა შადრევანი. დენდროლოგიური პროექტის მიხედვით კი დაირგვება ახალი ხე-მცენარეები. ისეთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში, როგორიც ეს ადგილია, ეს იქნება სასიამოვნო, კეთილმოწყობილი და გამწვანებული ადგილი, სადაც ბავშვებისთვის ბევრი საინტერესო გასართობი იქნება, მოქალაქეები კი უსაფრთხო და კომფორტულ დასვენებას შეძლებენ. ამის შემდეგ ჩვენ მოქალაქეებისგან აუცილებლად დაგვჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა, რომ ამ ყველაფერს ერთად მოვუაროთ, რადგან უამრავი შემთხვევაა, როცა ახლად რეაბილიტირებულ სკვერებსა და პარკებს ვანდალურად აზიანებენ. ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა თბილისის მერმა. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე კი, ექსტრემალური მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა და დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 416 ძირი სხვადასხვა სახეობის მერქნიანი მცენარე (ირმის რქა, იტალიური ფიჭვი, უნგრული ცაცხვი, ბაბილონის ტირიფი, ამბრის ხე, ნეკერჩხალი და სხვა) დაირგვება. ასევე, 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესება. სამუშაოებს შპს „ტაო“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 927 543 ლარია. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე და ადგილობრივი მცხოვრებლები.
(NS)
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)