06:05 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 16:21:50, 890 ნახვა

საზოგადოება
ზოიძე: საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლში შესაძლებელია უფასო სკრინინგის ჩატარება

„ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი რომ 2020 წლისთვის სრულად აღმოვფხვრათ საქართველოში C ჰეპატიტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლში შეეძლებათ უფასო სკრინინგის ჩატარება.

„ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერასთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მობილიზაცია და ხელისუფლების ეფექტიანი ქმედება. სწორედ ასეთი ქმედების ერთ-ერთი დემონსტაციაა ის ნაბიჯი, რომ ამიერიდან მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლში შეეძლებათ უფასო სკრინინგის ჩატარება.

მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიის მიუხედავად, მოქალაქეთა ჩართულობა გამოკვლევების პროცესში ჯერ კიდევ არასაკამრისია, ამ სიახლის შედეგად კი უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს უფასო სკრინინგით. იუსტიციის სახლებს უამრავი მომხმარებელი ჰყავთ; ყოველდღიურად 10 000-ობით ადამიანს უხდება იქ მისვლა, ამა თუ იმ სახელმწიფო სერვისის  მისაღებად - შესაბამისად, ამ პროგრამის დაწყება იქნება გარდამტეხი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში. შევძლებთ ბევრი მოქალაქის მოცვას  და მოტივირებას, რომ გაიკეთონ უფასო ანალიზი, იმის დასადგენად აქვთ თუ არა ეს ვირუსი.

აღსანიშნავია, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ძალისხმევა ამ პროცესში. ეს არის პასუხისმგებლიანი მთავრობის მხრიდან ზრუნვის გამოვლენა თავისი მოქალაქეებისადმი.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 60 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ნაწილმა დაამთავრა, ნაწილი მკურნალობს; განკურნების მაჩვენებელი, 98 % - ია. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ბევრმა ადამიანმა გაიკეთოს გამოკვლევა, რათა დროულად დაადგინოს აქვს თუ არა ეს ვირუსი და შესაბამისად, ჩაერთოს მკურნალობის პროცესში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics