21:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 14:03:24, 2077 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩის საქმეში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

მერაბ მორჩაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ის სასჯელს პირობით გამოსაცდელი ვადით მოიხდის. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მორჩაძეს სასჯელის მოხდის ვადაში 8 ივნისიდან 9 ნოემბრის ჩათვლით წინასწარ პატიმრობაში ყოფნა ჩაეთვალა. 

“დასრულდა საქმის არსებითი განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ბრალდებულ მერაბ მორჩაძის სიხლის სამართლის საქმეზე. მერაბ მორჩაძის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში წარდგენილი კვალიფიკაციით და მას დაენიშნა შესაბამისი სასჯელი. კონკრეტულად, მერაბ მორჩაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ - ის 372 მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისათვის. აღნიშნული კვალიფიკაციით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც შეეხება სასჯელს, ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მან მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, მას აღნიშნულის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და დაენიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით“, - განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics