|
2018-11-08 12:57:06, 1751 ნახვა
ეკონომიკა
IFC-ის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველომ „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში ბრწყინვალე შედეგს მიაღწია
ამ თანამდებობაზე საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია საქართველოსთვის, ფინანსთა მინისტრისთვის მიმელოცა ის ბრწყინვალე შედეგი, რასაც საქართველომ მსოფლიო ბანკის ჯგუფის კვლევის „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში მიაღწია, - ამის შესახებ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) ვიცე-პრეზიდენტმა, ჯორჯინა ბეიქერმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და IFC-ის შორის თანამშრომლობის პერსპექტივას. მხარეებმა განიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხები, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობები. „საქართველოში ჩემი, როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში IFC-ის ვიცე-პრეზიდენტის, პირველი ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი გახლდათ საქართველოსთვის, ფინანსთა მინისტრისთვის მიმელოცა საქართველოს ბრწყინვალე შედეგი მსოფლიო ბანკის ჯგუფის კვლევის „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში, სადაც თქვენმა ქვეყანამ მე-6 ადგილი დაიკავა. ეს ნამდვილად არის დასტური იმისა, რაც ყველასთვის კარგად ცნობილია - რომ საქართველო არის წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა, სადაც მარტივია ბიზნესის კეთება, მათ შორის, მცირე ბიზნესისთვის, რაც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისკენ. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ვისაუბრეთ, არის კაპიტალის ბაზრის განვითარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საფინანსო სისტემის მდგრადობისთვის. როგორც იცით, IFC-ის შეუძლია განიხილოს ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება. ასევე, ვისაუბრეთ ბლოქჩეინ ტექნოლოგიებზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს გახდეს ინოვაციების ცენტრი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით ბლოქჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა. ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს მიზანია, დაგეგმილი რეფორმების შედეგად გადავიდეს „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგის ხუთეულში. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წლებშიც IFC-სთან გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა. შეხვედრას IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი დაესწრო. ცნობისთვის, IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია და ინვესტიციებით და საკონსულტაციო მომსახურებით საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.
(NS)
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)