|
2018-11-08 11:22:46, 1092 ნახვა
საზოგადოება
თბილისში საერთაშორისო კონკურსი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გაიხსნა
თბილისში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი (EAWSC) „საქართველო - ღვინის სამშობლო" გაიხსნა. კონკურსი თბილისში პირველად ტარდება და ის „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის" (OIV) პატრონაჟით იმართება. კონკურსის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის" (OIV) პრეზიდენტი ჟან-მარი ორანი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე და საქართველოს ენოლოგთა კავშირის პრეზიდენტი მურმან ქურიძე დაესწრნენ. ღონისძიების მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მისი მაღალი პოტენციალის წარმოჩენა, რაც ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებაში დაეხმარება. EAWSC (EURASIA WINE & SPIRITS COMPETITION) წარმოადგენს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ორგანიზატორები მთელი ევრაზიის კონტინენტის ქვეყნების დეგუსტაცია-კონკურსების გაერთიანებას გეგმავენ. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიან ცნობილი ღვინის ექსპერტები. OIV-ის ოფიციალურ დამკვირვებლად წარმოდგენილია ჟან-მარი ორანი (Jean-Marie Aurand, საფრანგეთი). ადგილობრივ ექსპერტებს შორის არიან ლადო უზუნაშვილი, ანა გოდაბრელიძე, დავით აბზიანიძე, შალვა ხეცურიანი და სხვები. (ჟიურის სრული სია: http://eawsc.com/eawsc-georgia#jury). აღნიშნულ ღონისძიებაში მაღალი დონის სპეციალისტების მონაწილეობა მიუთითებს, რომ საქართველო არა მარტო ღვინის სამშობლოა, არამედ მაღალი დონის ღვინის ფორუმების ჩატარების ადგილიც. ღონისძიების ორგანიზატორია „საქართველოს ენოლოგთა კავშირი". კონკურსი ტარდება ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაციის „ქართული ღვინო" და სხვა ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერით. კონკურსს ოპერირებს მოლდოვური კომპანია PPE SRL. კონკურსში მონაწილეობს 12 ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, იტალია, რუმინეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი, რუსეთი, ჩეხეთი, უკრაინა, ბელარუსი) 78 მწარმოებელი. 9 ნოემბერს კახეთში, "შატო ზეგაანში" დასახელდება დეგუსტაცია-კონკურსში გამარჯვებული ღვინოები და სპირტიანი სასმელები. კონკურსის შედეგად საუკეთესოდ დასახელებული ღვინოების შესახებ სტატიების გამოქვეყნებას პოპულარული ამერიკული ჟურნალი „Wine Spectator" გეგმავს.
(NS)
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)