18:17 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 22:31:20, 2390 ნახვა

სამართალი
შსს-ს ცნობით, ახალქალაქში დაშავებული რემიკ პოღოსიანი აცხადებს, რომ ეზოში დაეცა

სამართალდამცველებმა ახალქალაქში დაშავებული რემიკ პოღოსიანის გამოკითხვა დაასრულეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულმა გამოკითხვისას თავდასხმის ფაქტი უარყო და აღნიშნა, რომ დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო.

„ახალქალაქში დასრულდა გამოკითხვა თარჯიმანის თანდასწრებით. დაზარალებული ამ ეტაპზე რჩება საავადმყოფოში. თავდასხმის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო. გამოძიება გრძელდება დაზარალებულის ვერსიის სისწორის დასადგენად. მათ შორის მას ჩაუტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“, - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოღოსიანს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მომხდარში „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაადანაშაულეს. ამასთან, „ძალა ერთაობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებას ცდილობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics