15:32 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 15:08:40, 1507 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - 7 ნოემბერს „ნაცმოძრაობა“ თავისი სასტიკი სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე და დღემდე ასეთი სახით მოდის

„7 ნოემბერი არის დღე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" თავისი სასტიკი სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე და ეს არის ის სახე, რომლითაც, სამწუხაროდ, დღემდე მოდის  „ნაციონალური მოძრაობა",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 11 წლის წინ, ხალხი დემოკრატიისთვის იბრძოდა და ეს ბრძოლა 2012 წელს დაგვირგვინდა. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ბრძოლით მოპოვებული შედეგი - თავისუფლება და დემოკრატია იქნას შენარჩუნებული.

„7 ნოემბერი არის დღე, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს. ეს არის დღე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" თავისი სასტიკი სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე. ეს არის ის სახე, რომლითაც დღემდე მოდის, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა". მაშინ ხალხი იბრძოდა დემოკრატიისთვის და ეს ბრძოლა დაგვირგვინდა 2012 წელს, როდესაც განხორციელდა ნამდვილი დემოკრატიული გარდატეხა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მიღწევა, შევინარჩუნოთ თავისუფლება და დემოკრატია, რომელიც არის სწორედ ამ ბრძოლით მოპოვებული შედეგი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics