|
2018-11-07 13:48:40, 1408 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ქობულიამ სინგაპურის მხარესთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა
სინგაპურში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია სინგაპურის საზღვაო და საპორტო ხელისუფლების მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ენდრიუ ტანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სინგაპურის საზღვაო ტრანსპორტის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით უკვე დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, რომლის შემდეგაც დოკუმენტი დიპლომატიური არხებით გაეგზავნა სინგაპურის მხარეს. ამასთან, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში აქტიურად განიხილება საზღვაო კლასტერის შემუშავების იდეა-პროექტი, რომელიც საზღვაო საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ სინგაპური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საზღვაო კლასტერის შემქმნელი ქვეყანაა, ქართულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება, რომ სინგაპურმა საქართველოსთან ამ კუთხით ითანამშრომლოს და გამოცდილება გაუზიაროს. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს პორტებში „ერთი ფანჯრის" პრინციპის პროექტისა და საპორტო სერვისების დიჯიტალიზაციის პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელთან დაკავშირებითაც სასურველი და სასარგებლო იქნებოდა რეკომენდაციების მიღება ისეთი ქვეყნისგან, როგორიცაა სინგაპური. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ურთიერთგაცვლისა და ერთობლივი პროგრამების მომზადების მიზნით. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საზღვაო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის MPA აკადემიაში სპეციალური სწავლებების გავლის შესაძლებლობაზე. იქიდან გამომდინარე , რომ სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ასევე ეწვია სინგაპურის ნავსადგურის კონტროლის ცენტრს, სადაც ნავსადგურის საქმიანობისა და ახალ ტენდენციებს გაეცნო. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 12-14 სექტემბერს სინგაპურის საზღვაო და საპორტო ხელისუფლების მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ენდრიუ ტანი სპიკერის რანგში ესწრებოდა ბათუმში გამართულ რიგით მეორე საერთაშორისო საზღვაო ფორუმს, სადაც ისაუბრა სინგაპურზე, როგორც გლობალურ საზღვაო ჰაბზე და ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელოვანი კვანძია და აქვს ისტორიული და გეოპოლიტიკური პოტენციალი გახდეს რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ლოგისტიკური ჰაბი.
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)