09:36 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 12:18:15, 548 ნახვა

რეგიონი
ადიგენის მუნიციპალიტეტის უფროსკლასელებისთვის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტური გაიმართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში, კომპანიას ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლების უფროსკლასელები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ჩაუტარდათ ლექცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, უფროსკლასელები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ს სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში. ტურის ფარგლებში, მათ ასევე დაათვალიერეს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს.

„ძალიან კმაყოფილები ვართ. ვიმედოვნებ, რომ ეს ტური ჩვენს მოსწავლეებს პროფესიის სწორად განსაზღვრაში დაეხმარება, რადგან ენერგეტიკის განვითარება შეუქცევადი პროცესი და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეა,“ - აღნიშნა ადიგენის საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი ქომეთიანმა.

ახალი თაობის დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აღნიშნულ პროექტს სამი წელია ახორციელებს და მომავალშიც განაგრძობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics