13:49 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 12:40:36, 1274 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: არ შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მომავალი

„ვფიქრობ, არ შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყანაში ჰქონდეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მომავალი“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მეორე ტურში მოსახლეობამ თავისი გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნად უნდა განსაზღვროს ქვეყნის ბედი.

„მომავალში მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს, სადაც მოსახლეობამ თავისი გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად უნდა განსაზღვროს ქვეყნის ბედი. ვფიქრობ, არ შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყანაში ჰქონდეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მომავალი. ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი გაიზიარებს, თუმცა ვნახავთ, ეს არის არჩევნებზე ამომრჩევლების გადასაწყვეტი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რით ვპასუხობთ მოსახლეობის უკმაყოფილებასა და იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. ამ ეტაპზე ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის, რა იყო წარსულში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics