|
2018-11-05 12:00:50, 5677 ნახვა
კულტურა
პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ ჰოლივუდური კომპანიების მენეჯერები დაინტერესდნენ
ჰოლივუდური კინომწარმოებელი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერებმა და სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საქართველოში კინოგადაღების პოტიანციალი და შესაძლებლობები განიხილეს. ქ. ლოს-ანჯელესში, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრები ისეთ კომპანიებთან შედგა, როგორებიცაა: Disney Studios, ABC Studios, Cable Networks, Marvel Studios, Lucasfilm, Paramount pictures, HBO და Universal pictures. სააგენტოს დირექტორმა და პროგრამის წარმომადგენლებმა კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრეს და განიხილეს ყველა ის სამუშაო დეტალი, რომელიც გადაღებებს ახლავს თან, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამერიკული მხრიდან. თითოეული კომპანიის ხელმძღვანელისთვის ძალიან მომხიბლავი ფაქტი იყო ის რომ სახელმწიფოს აქვს ე.წ “Cash Rebate” პროგრამა, რომელიც საქართველოში დახარჯული კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე დაბრუნებას ითვალისწინებს, დაბალი გადასახადები, მოქნილი და სწრაფი პროცედურები და რაც მთავარია მრავალფეროვანი, ოთხი სეზონის ლოკაციები.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)