|
2018-11-03 15:00:34, 1000 ნახვა
რეგიონი
სერგეენკო: აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის ჯანდაცვის სტრატეგიული ობიექტი იყო და სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება
აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის ჯანდაცვის სტრატეგიული ობიექტი იყო და ამ კლინიკას ძალიან მდიდარი სამედიცინო ტრადიციები აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებუილი ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალი განახლებულ ინფრასტრუქტურაში შეძლებს მუშაობას. "ამ ეტაპაბდე ჩვენ შევძელით ის, რომ ძველ შენობაში მომუშავე კოლექტივს ახალი შენობა ავუშენეთ, მშენებლობა სულ მალე დასრულდება და სამედიცინო პერსონალი განახლებულ ინფრასტრუქტურაში გააგრძელებს მოღვაწეობას", - დასძინა მან. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების გეგმებზეც. "აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო, ისევე როგორც სხვა სამი კლინიკა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ესენია: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, საჩხერის სამედიცინო ცენტრი, ზუგდიდის, სოფელ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა დარჩებიან სახელმწიფო საკუთრებაში. სახელმწიფო გააკეთებს ინვესტიციას, რათა შეიქმნას სანიმუშო ეტალონური კლინიკების პროექტი, რომელსაც ექნება, როგორც საუნივერსიტეტო განათლების, ასევე ხარიხსიანი ჯანდაცვის მიწოდების მძლავრი პოტენციალი. ეს იქნება ერთგავრი ხარისხის თამასა, რომელსაც დროთა განმავლობაში გაუსწორდებიან სხვა კლინიკებიც. ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ამ პროექტის განუყოფელი ნაწილია. ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკურ სააავდმყოფოში მშენებლობის პროცესი სრულდება და ალბათ, მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება აღჭურვა", - განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტი აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობით ხორციელდება. კლინიკის მშენებლობა აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო აღჭურვის ნაწილი - ცენტრალური ბიუჯეტის პასუხისმგებლობა იქნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)