09:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 17:25:25, 1073 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: როგორც ჩანს ლევან ბერძენიშვილმა და ამ პარტიის ლიდერებმა სააკაშვილის მიერ თავზე ხელის გადასმა დაიჯერეს

„როგორც ჩანს ლევან ბერძენიშვილმა და ამ პარტიის ლიდერებმა დაიჯერეს სააკაშვილის მიერ თავზე ხელის გადასმა და მათთვის ეს აღმოჩნდა უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე თავისუფლება, დემოკრატია და ის პრინციპები, რისთვისაც თავის დროზე, ოპოზიციაში ყოფნის დროს „ქართული ოცნება“ და მთელი საზოგადოება დაუპირისპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება რესპუბლიკელების ამ გადაწყვეტილებას მეორე ტურში შეაფასებს.  

„ალბათ შემთხვევითი არ არის,  რომ სწორედ ახლა მიიღეს „რესპუბლიკელებმა“ ეს გადაწყვეტილება. არაერთხელ იყო რესპუბლიკელებზე  თავდასხმა  სააკაშვილისა და მისი გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ჩემთვის გაუგებარია მათი ეს პოზიცია და ვფიქრობ, ეს არ არის ამ პარტიის პრინციპული პოზიცია. არ ვფიქრობ, რომ მცირე და დაბალრეიტინგული პოლიტიკური პარტიების განცხადებები რამეს გააძლიერებს ან შეასუსტებს. რესურსების ბალანსი არ იცვლება. „ქართული ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილთან ერთად  ექნება ბევრად მაღალი შედეგი მეორე ტურში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics