18:57 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 12:29:43, 1567 ნახვა

ეკონომიკა
ელგუჯა მელაძე: Doing Business-ის წარმატება ეფექტური და ადეკვატური მუშაობის შედეგია

საქართველოს უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების - დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის „Doing Business 2019“ - ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის 3 საფეხურით გაუმჯობესება უდავოდ დიდი წარმატება და იმ მიღწევების აღიარებაა, რომელსაც ქვეყანამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიაღწია.

ამავე დროს, მასში აისახა ის გამოწვევებიც, რომლის წინაშეც დგას დღეს ქვეყანა. ამდენად, ეს არის ახალი სამიზნე მაჩვენებლები, რომელთაც მომავალ წლებში უნდა მივაღწიოთ და უფრო ეფექტურად და კოორდინირებულად ვიმუშაოთ. 

„პოტენციურ ინვესტორებთან ქვეყნის პრეზენტაციისას, ჩვენ, ბიზნესის წარმომადგენლები, ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველოში კარგი და ბიზნეს-მეგობრული საინვესტიციო კლიმატია. სწორედ ისეთი რეიტინგების გათვალისწინებით, როგორიცაა მსოფლიო ბანკის “Doing Business”, ჩვენი განცხადებები ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატის შესახებ არ არის ლიტონი სიტყვები. ისინი გამყარებულია ავტორიტეტული რეიტინგებითა და საერთაშორისო კვლევებით.  “Doing Business” - ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის 3 საფეხურით გაუმჯობესება ერთობლივი კარგი მუშაობის შედეგია. პირველ რიგში, გამოვყოფდი მთავრობის მხრიდან ეფექტური და ადეკვატური მუშაობას,“ - განაცხადა ელგუჯა მელაძემ. 

ამავე დროს, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა ბიზნესის მნიშვნელოვან როლზეც, რომელსაც მუდმივი კომუნიკაცია აქვს ქვეყნის სამთავრობო უწყებებთან, აწვდის მას ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც, საბოლოო ჯამში,  საქართველოში ბიზნეს მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics