|
2018-11-01 16:20:58, 943 ნახვა
საზოგადოება
„ბრუნდება სისხლიანი სააკაშვილი, ქვეყანაში უბედურება დატრიალდება“ - ენმ-ს დროს შვილმოკლულთა შტაბი შეიქმნება
არჩევნების მეორე ტურამდე საზოგადოების მობილიზებისთვის, რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის" დროს შვილმოკლულთა შტაბი“ გაიხსნება, - ამის შესახებ მედიაცენტრ „მთავარში“ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა. როგორც მეტრეველმა აღნიშნა, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. "მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი დიდი ბრძოლით 2012 წელს გამარჯვება მოვიპოვეთ. დღეს ვდგავართ იმ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენს ქვეყანაში ბრუნდებიან ჯალათები, ბრუნდება სისხლიანი სააკაშვილი და მისი რეჟიმი. მე ვიცი, რომ არ მოხვედით არჩევნებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ხართ სამართლიანად განაწყენებული და გულდაწყვეტილი. ნიჰილიზმმა გამოიწვია, ის, რომ ჩვენი სარად მოაზროვნე საზოგადოების 60% არ მივიდა არჩევნებზე. გავიხსენოთ ის უბედურება რაც გვჭირდა, შემოგვხედეთ ჩვენ და გაიხსენეთ ჩვენი ტრაგედიები. გაიხსენეთ სულხან მოლაშვილის გაუბედურებული შვილი, რომელიც სიკვდილის ბოლო წუთამდე იბრძოდა. გაიხსენეთ ბატონი იური ვაზაგაშვილი, რომელიც ბრძოლაში მოკლეს. საკუთარი შვილის საფლავზე მოსპეს. მინდა გაგახსენოთ ირინა ენუქიძის ოჯახი, რას ვეუბნებით ირინა ენუქიძის და სანდროს სულს?! იმ დახვრეტილი ბიჭების სულებს, რომლებისთვისაც სამართალი ჯერაც არ დამდგარა. მეც ვარ გაბრაზებული . 6 წელია სასამართლოებში დავდივარ და ჩემი შვილის უკანასკნელ წუთებს, სიკვდილს როგორ ებრძოდა, ამას მასმენინებენ. მაგრამ ჩვენი წყენა უნდა გადავდოთ და ვიფიქროთ სახელმწიფოს გადარჩენაზე. უბრალოდ წარმოიდგინეთ რა გველის, როდესაც სისხლიანი, ხუთმაგად გააფთრებული მიშა, რომ დაბრუნდეს. ქვეყანა ნამდვილად დგას სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. აუცილებლად დატრიალდება უბედურება ქვეყანაში, რადგან ხალხი არ დაუშვებს "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებას. ახლაც უნდა გამოვიჩნოთ ერთსულოვნება და ავირჩიოთ ან ჯოჯოხეთში დაბრუნება ან ქვეყნის წინსვლა. ნამდვილად სამათლიანი სილი მიიღო ხელისუფლებამ, მაგრამ მთავარია ამ ბოლო ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვოთ. ამის მერე გაძლევთ პირობას, რომ რადიკალურად შეიცვლება ქვეყანაში სიტუაცია. ჩვენ არარაფერზე აღარ გავჩუმდებით და ხელისუფლებას ვაიძულებთ, ის პრობლემები და ის გულისწყენა, რომელიც აქვს ხალხს ყველაფერი გამოსწორდეს. დღეს ვქმნით საგანგებო შტაბს, რომელიც იქნება რუსთაველის გამზირზე, მისამართს გამოვაცხადებთ, სადაც შეეძლება ყველა მხარდამჭერ მოქალაქეს მოვიდეს, დაფიქსირდეს და გამოხატონ საკუთარი ნება“, - განაცხადა ია მეტრეველმა პრესკონფერნეციაზე.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)