|
2018-11-01 15:33:23, 1015 ნახვა
საზოგადოება
Birja Mafia, „აიისა“ და აფგან მუხთარლი - Freedom House-ი ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, საქართველომ ინტერნეტ თავისუფლების ინდექსში 25 ქულა მოიპოვა და ევრაზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა. "მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ სივრცე საქართველოში იყო თავისუფალი, შეინიშნებოდა შემაშფოთებელი ფაქტებიც. ამის მიუხედავად, საქართველოს ახალი კონსტიტუცია, ინტერნეტისადმი წვდომასა და გამოყენებას ფუნდამენტურ უფლებად აღიარებს. ინტერნეტისადმი წვდომა და მისი გამოყენება ქვეყნის მასშტაბით იზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო უწყებებმა და პოლიტიკოსების ნაწილმა ინტერნეტის და სოციალური ქსელების გამოყენება დიდი ინტენსივობით დაიწყეს. ყველაფერი ეს მოსახლეობას აძრელვს შესაძლებლობას საკუთარი აზრი გაასაჯაროვოს და მაქსიმალურად ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკური საკითხების გადაჭრაში. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც მიგვანიშნებს ხელისუფლების ან ინტერნეტ პროვაიდერების მხრიდან ონლაინ კონტენტის ცენზურაზე ან მანიპულირებაზე. 2017 წელს საქართველოს მოსახლეობის 60.49%-ს ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე, ხოლო 42% ინტერნეტს სისტემატიურად იყენებდა", - აღნიშნულია ანგარიშში. გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია მობილური ინტერნეტის ხარისხზეც, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით დაბალი დონისაა და გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს. Freedom House-ში ამბობენ, რომ საანგარიში პერიოდში არც ერთი მედია პლატფორმა არ დაბლოკილა და საქართველოს მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა მსოფლიოს მასშტაბით ყველა საიტზე ჰქონდეს წვდომა. ანგარიშში საუბარია „ბირჟა მაფიას“ საქმეზე. მკვლევარები „სტუდია მონიტორზე“ დაყრდნობით ამბობენ, რომ მიუხედავად რეპერებისთვის ბრალის მოხსნისა, არანაირი პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ იმ პოლიციელებს, ვინც ისინი დააკავა და მტკიცებულებები გააყალბა. „2017 წლის ივნისში „ბირჟა მაფიას“ წევრები ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულები და მათი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ მათ ნარკოტიკი არ ჰქონიათ და სამარტალდამცველებმა ეს ყველაფერი განგებ მოაწყეს. ამის მიზეზად Youtube-ზე მათ მიერ გავრცელებული კლიპი სახელდებოდა. საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ორივე რეპერი გაათავისუფლეს. თუმცა ზემოხსენებული კლიპი Youtube-დან გაქრა და მოგვიანებით გაჩნდა, მაგრამ ახალ კლიპში პოლიციელის სახე დაბლარული იყო. რამდენიმე თვის შემდეგ პროკურატურამ რეპერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა“,- ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში საუბარია აგრეთვე „აიისას“ საქმეზე. „სასამართლომ დაადგინა, რომ კონდომების დიზაინი შეურაცხყოფდა საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის რელიგიურ გრძნობებს და კომპანიას პრეზერვატივების გაყიდვა აუკრძალა ამასთან, სასამართლომ კომპანიას 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა". ანგარიში აფგან მუხთარლის საქმესაც ეხება. „არსებობს ეჭვი, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაში საქართველოს ხელისუფლება მონაწილეობდა. მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, რომ გამტაცებლებს ქართველი პოლიციელის ფორმა ეცვათ. მუხთარლი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესების შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას ამზადებდა. 2018 წლის ინავარში აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა", - ნათქვამია ანგარიშში.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)