|
2018-11-01 12:36:18, 536 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში“ მიიღო მონაწილეობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ,,საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცი"-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. მე-12 საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. „ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყოფი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი მაღალი რანგის კონფერენციების სისტემატიურად გამართვა, სადაც არაერთგზის ფიქსირდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ღია მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების მტკიცე და ურყევი არჩევანი. ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრულფასოვანი წევრობისკენ მისწრაფება კი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით"- აღნიშნა რეგიონის მთავრობის მეთაურმა. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ფორუმს სამხრეთ კავკასიაში, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება. ღონისძიებაში 300-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. რიგით მე-12 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია" (GDSC) 2 ნოემბერს დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)