|
2018-10-31 13:42:41, 930 ნახვა
საზოგადოება
მეზვრიშვილი: კანაფის კულტივაციის კანონპროექტი განუსაზღვრელი ვადით გადადებულია - შფოთვები სრულიად უადგილოა
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მარიხუანის მოხმარების რეგულირების კანონპროექტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ წარადგინა. ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით დეპუტატების ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამ კანონპროექტის ავტორი მთავრობაა და შესაბამისად, მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილების შემთხვევაში მოხდება მისი პარლამენტიდან გაწვევა. „გუშინაც და დღესაც მარიხუანასთან მიმართებით საუბარია მხოლოდ ერთ კანონპროექტზე, საუბარია მარიხუანის მოხმარების კანონპროექტზე, რომლის ავტორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და რომელიც მოხმარებას საზოგადოებრივი თავშეყრისა და სხვა ადგილებში, აქცევს მკაცრ ჩარჩოებში. რაც შეეხება კულტივაციის ნაწილს, კულტივაციასთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ამ საკითხის განხილვა არის გადადებული განუსაზღვრელი ვადით. არც გუშინდელი კომიტეტის სხდომაზე და არც დღეს პლენარულ სხდომაზე, ეს საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება გაწვევას, საუბარია ოთხ დეპუტატზე, რომლებმაც გუშინ ეს ინიციატივა წარმოადგინეს გაწვევის შესახებ, მაგრამ გაწვევას აქვს თავისი პროცედურები. ეს პროცედურები კარგად იციან დეპუტატებმაც და კარგად იციან მთავრობის წევრებმაც. კანონპროექტის ავტორი არის საქართველოს მთავრობა. მთავრობა თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს კანონპროექტი იქნეს გაწვეული, იქნება გაწვეული, მაგრამ ამ ეტაპზე ამ კანონპროექტის განხილვის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. ამიტომ ეს რაღაც შფოთვები, ამ საკითხთან დაკავშირებით, არის სრულიად უადგილო. მოსული ვარ დღეს იმისთვის, რომ მოხმარებასთან დაკავშირებით კანონპროექტი გამოვიტანო პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა განცხადება, გასაგებია ეს განცხადებები, თუმცა პროცედურა როგორიც არის, იმ პროცედურას მიყვება საქართველოს მთავრობა. გასაგებია მათი მოსაზრება, მთავრობამ გააკეთა უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება, ეს არის ერთობლივი გადაწყვეტილება, კონსენსუსის შედეგი, რომ ეს კანონპროექტი ამ ეტაპზე არ განიხილება და გადადებულია მისი განხილვა განუსაზღვრელი ვადით. გაწვევასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი პროცედურები. მთავრობა თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გაწვეული იქნას ეს კანონპროექტი, გაწვეული იქნება, თუ არ მიიღებს, არ იქნება", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)