|
2018-10-31 13:22:17, 1124 ნახვა
ეკონომიკა
ბრიტანელი ღვინის მაგისტრი: ქართული ღვინისთვის 2018 წელი წარმატებული იყო
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ღვინის ინდუსტრიისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Swirl Wine Group"-ის ორგანიზებით მოეწყო და მასზე კლასიკური და ტრადიციული ქართული მეთოდებით დამზადებული სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი. დეგუსტაციას უძღვებოდა „Swirl Wine Group"-ის ხელმძღვანელი, ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott). მისი შეფასებით, ქართული ღვინისთვის მიმდინარე წელი დიდ ბრიტანეთში წარმატებული იყო. „ქართულ ღვინოს მიმდინარე წელს დიდ ბრიტანეთში ფანტასტიკური შედეგები ჰქონდა. ბრიტანელმა იმპორტიორებმა და ღვინით მოვაჭრეებმა აღმოაჩინეს ახალი ქართული ღვინოები, გაფორმდა ახალი კონტრაქტები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა. აღნიშნულ დეგუსტაციაზე ფართოდ იყო წარმოდგენილი ქართული ღვინის მრავალფეროვნება წითელი, თეთრი და ქარვისფერი ღვინოების სახით. ქართული ღვინო ბრიტანეთისთვის ახალია, თუმცა ჩვენ მზარდ ინტერესს ვხედავთ მეღვინეების მხრიდან" - აღნიშნა სარა ებოტმა. Swirl Wine Group"-ის მხარდაჭერითა და ადგილობრივი იმპორტიორების ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ლონდონში „ქვევრის ღვინის ფესტივალი გაიმართება", რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება. „ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის ინდუსტრიის შეთანხმებით, 2014 წლიდან დიდი ბრიტანეთი გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტისათვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი, სტრატეგიული ბაზარი. სააგენტოს მარკეტინგული სტრატეგიის თანახმად, ქართული კომპანიები დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობენ, ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში ინგლისელი ღვინის პროფესიონალებისთვის. აღნიშნული აქტივობების მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება ლონდონში, ქალაქში, რომელიც ევროპაში ითვლება ტენდენციის განმსაზღვრელად ღვინის ინდუსტრიაში" - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 68 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
(NS)
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)