|
2018-10-31 13:18:18, 1158 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილმა გვერდზე ჩამიარა და ხელი არ ჩამომართვა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბივილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 100%-ით აკონტროლებდა პარლამენტსა და მედიას. როგორც ზურაბიშვილმა DW-სთან ინტერვიუში განაცხადა, ახლა საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. კითხვაზე არის თუ არა ივანიშვილი ქვეყნის ერთადერთი მმართველი, ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: „ივანიშვილი იმაზე მეტს არ აკონტროლებს, რასაც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი არ აკონტროლებდა. საკუთარი პრეზიდენტობის დროს სააკაშვილი მთელ პარლამენტს აკონტროლებდა. ამიტომ ვამბობ, რომ იმ დროს ოპოზიცია ვერ მუშაობდა, ჩვენ მხოლოდ ქუჩაში დგომა შეგვეძლო. ახლა ოპოზიცია უმცირესობის სახით, თუმცა მაინც არის წარმოდგენილი პარლამენტში და არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობა. პარლამენტში 3 ოპოზიციური პარტიაა, აქედან ორი კი, საკმაოდ ძლიერია. პარლამენტი 100%-ით სააკაშვილის კონტროლის ქვეშ იყო. ის აკონტროლებდა მთლიანად მედიას. ახლა გვაქვს 5 ოპოზიციური ტელეარხი. ამიტომ ახლა, ჩვენ ვიმყოფებით დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც სიტყვის თავისუფლება არსებობს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ივანიშვილი აკონტროლებს ყველაფერს რასაც მას აბრალებენ“, - განაცხადა ზურაბიშვილი. რაც შეეხება სააკაშვილთან ბოლო შეხვედრას, ზურაბიშვილს თქმით, ეს დაახლოებით 11-12 წლის წინ იყო. „ბოლოს სააკაშვილს შევხვდი მაშინ, როდესაც მან იპოდრომზე შეხვედრა გამართა. მაშინ ბოლოს ვესაუბრე. კიდევე ერთხელ ვნახე, როდესაც უკვე ოპოზიციაში ვიყავი. საკმაოდ ცნობილი კადრია, როდესაც გვერდზე ჩამიარა და ხელი არ ჩამომართვა. ეს დაახლოებით 2006-2007 წლებში იყო“, - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)