|
2018-10-30 10:14:44, 840 ნახვა
საზოგადოება
თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ორდღიანი სიმპოზიუმი ჩატარდა
თბილისის საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ორდღიანი სიმპოზიუმი ჩატარდა. სიმპოზიუმზე თბილისსა და მის მიღმა არსებულ არქიტექტურულ და ურბანულ საკითხებზე არქიტექტორებმა, ქალაქთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, სპეციალისტებმა, მკვლევარებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და დაინტერესებულმა პირებმა იმსჯელეს. სიმპოზიუმი ორ - დისკუსიებისა და მოწვეული სპიკერების გამოსვლების ნაწილად ჩატარდა. 15 ქვეყნიდან 30-ზე მეტი მონაწილე შემდეგი თემატიკის დისკუსიებში ჩაერთო: § პერიფერიების პედაგოგიკა § არქიტექტურული ინსტიტუციები და ქალაქი § გლდანის მაგალითი § საზოგადოება და კონტრსაზოგადოება § ახალი ეკონომიკები / ახალი სივრცეები § პოსტსაბჭოთა ცვლილებები სიმპოზიუმზე მოწვეული სპიკერის რანგში საერთაშორისო დონის ისეთი წამყავნი არქიტექტორები წარსდგნენ, როგორებიც არიან: რეინერ დე გრააფი, ნინა რაპაპორტი, ხორხე ხაურიგი და ალექსანდრ ბროდსკი. სიმპოზიუმისა და ზოგადად, მთელი ბიენალეს ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, არქიტექტორი რეინერ დე გრააფია, რომელმაც დამსწრე აუდიტორიის წინაშე საკუთარ წიგნზე იმსჯელა. დე გრააფის წიგნი - "კედლები და ჭერი: მარტივი პროფესიის რთული ბუნება" ჰარვარდის უნივერსტეტის გამომცემლობამ გამოსცა და ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება. თბილისის პირველი საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალე 26 ოქტომბერს გაიხსნა. მისი მთავარი თემაა - „მხოლოდ შენობები არ კმარა" და ის საცხოვრებელი უბნების არაფორმალური ურბანული და სოციალური სივრცეების შესწავლას ეხება. პროექტი მსოფლიოში წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებს, ხელოვანებსა და მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ბიენალე მოიცავს როგორც შიდა, ასევე ღია სივრცეში დაგეგმილ აქტივობებს: გამოფენებს, სიმპოზიუმს, საჯარო ლექციებს, ტურებს გლდანში გიდის თანხლებით, ფილმების ჩვენებებს, პერფორმანსებს, ურბანულ და არქიტექტურულ ინსტალაციებს. პროექტის ფარგლებში იქმნება საჯარო ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც გლდანის ღია სივრცის ნაწილი გახდება. გლდანის რაიონი საბჭოთა იდეოლოგიის უტოპიური ხედვის თანამედროვე საცხოვრებელი სტანდარტების ლოგიკასთან ადაპტირების მაგალითია, სწორედ ამიტომ ბიენალეს ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების ლოკაცია გლდანის მიკრორაიონია. თბილისის არქიტექტურის ბიენალე 3 ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ბიენალეს დეტალური პროგრამა იხილეთ ვებ-გვერდზე: www.biennial.ge
(R)
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)