2018-10-29 17:34:33, 529 ნახვა
რეგიონი
დაბაში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
შუახევში, დაბის ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "გორა+” ასრულებს, რომლის ღირებულებაც 25 584 ლარია.
სამუშაოები ორთამელის უბნიდან ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემაზე დამატებით შტოს მიერთებას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს 800 მ სიგრძის 100მმ მილის მონტაჟი და მონოლითური კანალიზაციის ჭები.
(NS)
ავტორი: ,