|
2018-10-28 14:22:05, 1526 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში ათი საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. პენიტენციური სამსახურის ცნობით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან საკუთარ არჩევანს გადასატანი ყუთის მეშვეობით აფიქსირებენ. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ალექსანდრე გუჭაშვილი აცხადებს პენიტენციურ დაწესებულებაში უბნები დროულად გაიხსნა და არჩევნები ექსესების გარეშე მიმდინარეობს. მისი თქმით, აქტივობა ნორმალურია და მადლობას უხდის ციხის ადმინისტრაციას არჩევნების პროცესის კანონის მოთხოვნების დაცვით ორგანიზებისთვის. მსჯავრდებულის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში არჩევნები კანონის დაცვით მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა ხმა ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტობის კანდიდატს მისცა. დამკვირვებლის პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ სანდრო ალავერდაშვილის განცხადებით, არჩევნების პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს და ჯერჯერობით არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს.
(NS)
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)