2015-06-11 14:26:56, 391 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრისას.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და ილჰამ ალიევს შორის ზაგულბას საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. ასევე, გამოითქვა სურვილი, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაღრმავდეს პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან