01:51 - 21 Apr, 2026
|
2018-10-28 12:10:57, 995 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ხმა მივეცი ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ არჩევანს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. იგი ხმის მისაცემად ბათუმის მე-16 საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეგიონში საარჩევნო პროცესი თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში ჩატარდება. "დღე, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ბოლოჯერ, პირდაპირი წესით ირჩევენ საქართველოს პრეზიდენტს. მე არჩევანი გავაკეთე კანდიდატის სასარგებლოდ, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას, ევროპულ არჩევანს. დარწმნებული ვარ, ის იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს ღირსეულად გაართვას თავი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანებს“, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)