18:55 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-27 18:03:49, 2566 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ზაზა სარალიძეს საავადმყოფოში ყველა საჭირო პირობა აქვს შექმნილი

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სამედიცინო დაწესებულებაში დღეს მისმა ადვოკატმა მოინახულა.

ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სარალიძის მდგომარეობა სტაბილურია და მისთვის საავადმყოფოში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.

„მე ვინახულე და შევხვდი ზაზა სარალიძეს. ის იმყოფება პალატაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მას აქვს ყველა პირობა შექმნილი იმისთვის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაირეგულიროს. ხელშეწყობა არსებობს. იგი არის მშვიდ ვითარებაში, შემიძლია ეს ნამდვილად დაგიდასტუროთ. მას აქვს ყველა საჭირო პირობა შექმნილი საავადმყოფოში. რაც შეეხება ბრალის წარდგენას ველოდებით და სავარაუდოდ ეს ხვალ უნდა იყოს, თუმცა დეტალურად ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, სამართლებრივად მივყვებით პროცედურებს, თუმცა მე როგორც ადვოკატი ვიტოვებ უფლებას რომ არ ვისაუბრო დეტალურად იმ გარემოებებთან დაკავშრებით რას ვაპირებთ და რა იქნება ჩენი პოზიცია. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი მდგომარეობა და ნამდვილად დადებითად მინდა შევაფასო რა მდგომარეობაც მე იქ ვნახე და რა ვითარებაშიც იმყოფება“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის ინციდენტი მოხდა, რა დროსაც პოლიციამ სარალიძე დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველებს მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა. განყოფილებაში გაადაყვანილი სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics