07:49 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-27 15:05:51, 3998 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ი ფოსტით ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ამერიკის შტატ ფლორიდაში დააკავეს კაცი, რომელიც მაღალჩინოსნებს, მათ შორის ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, ფოსტით ასაფეთქებელობებს უგზავნიდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 56 ცეზარ სეიქო პოლიიამ ავტონაწილების მაღაზიაში აიყვანა. მას კრიმინალური წარსული აქვს, კერძოდ, 2002 წელს ის ბომბის ამოქმედების მუქარის გამო დააკავეს.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სეიქოს 58 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

მედიის ცნობით, დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის მთლიანობაში 12 საეჭვო ამანათის გაგზავნაშია ეჭვმიტანილი.

მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ხელისულება ძალებს არ დაიშურებდა, რათა იმ პირების ვინაობა დაედგინა, ვინც მოწყობილობებს აგზავნიდა. ტრამპის თქმით, გამოძიება ფედერალურ დონეზეა დაწყებული.

ცნობისთვის, უცნობმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები კლინტონების სახლში, CNN-ის ოფისში, ბარაკ ობამას ოფისში, თეთრ სახლსა და ნიუ-იორკის მერთან გააგზავნეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ასაფეთქებელი მოწყობილობა მილიარდერის ჯორჯ სოროსის სახლთანაც იპოვეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics