|
2018-10-27 11:49:30, 1793 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - ვეკითხებით გრიგოლ ვაშაძეს, დაუჭერს თუ არა არჩევნების მეორე ტურში მხარს დავით ბაქრაძეს?
დაუჭერს თუ არა მხარს მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე დავით ბაქრაძეს - „ევროპული საქართველოს ლიდერი“ გიგა ბოკერია პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს და მის გუნდს კითხვით მიმართავს. „მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში სამწუხაროდ განსხვავებები ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ბევრ ფუნდამენტურ საკითხზე, ღირებულებით, პრინციპულ საკითხზე კიდე უფრო გაღრმავდა ვიდრე ეს აქამდე იყო და შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური განსხვავება ჩვენ შორის დღეს არის ძალიან ძალიან დიდი და ჩვენ ძალიან ცოტა გვაქვს დარჩენილი განსაკუთრებით შიდა პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით. მიუხედავად ამისა ჩვენი პოლიტიკური გუნდი ევროპული საქართველო და ჩვენი კანდიდატი დავით ბაქრაძე ერთგული ვრჩებით იმ შეთანხმების რომელსაც მივაღწიეთ ევროპის სახალხო პარტიის ქოლგის ქვეშ ნაციონალურ მოძრაობასთან და მის კანდიდატთან და მე მინდა ახლა კითხვით მივმართო გრიგოლ ვაშაძეს და მთელ მის გუნდს მის პოლიტიკურ ხემძღვანელ სააკაშვილს და ყველას ვინც იქ არის და ველით კონკრეტულ პასუხს. როდესაც დავით ბაქრაძე გავა მეორე ტურში ამ არჩევნებზე, რომელიც ხვალ შედგება, დაუჭერს თუარა გრიგოლ ვაშაძე მას მხარს მეორე ტურში და ჩვენ ველით მისგან მკაფიო პასუხს და არ მივიღებთ იმ პასუხს რომ „იცით რა მე ვიქნები მეორე ტურში“ ის არ იქნება მეორე ტურში თუ ის ამას გვეტყვის. იქნება დავით ბაქრაძე, მაგრამ ის რომ ისე თვლიდეს როგორც მას სურს ყველაშემთხვევაში უნდა გაგვცეს კონკრეტული პასუხი არის თუარა ერთგული იმ შეთანხმების რომელიც იქნა მიღწეული და დაუჭერს თუარა ღიად მხარს დათო ბაქრაძეს მეორე ტურში“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)